15 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ​თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ​თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანს შეხვდა. ნიკოლ დე მური საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

მხარეებმა ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ კი ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივნის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ბელგიაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობამ 613 შეადგინა.

"თავშესაფრის მთხოვნელთა გაზრდილ რაოდენობას ყველა ქვეყნიდან ვხედავთ. ამ მომენტში საქართველო ბელგიაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობით ათეულში შედის. ეს სხვა ქვეყნებთან შედარებით თქვენი ქვეყნის პროფილს არ ერგება, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა და აღიარების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. მიმდინარე წლის ივლისის ჩათვლით, საქართველოდან ბელგიაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობამ 613 შეადგინა. მნიშვნელოვანია მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ თავშესაფარი ეკონომიკური ფონის გამო არ გაიცემა," - აცხადებს ბელგიის სამეფოს სახემწიფო მდივანი მიგრაციის და თავშესაფრის საკითხებში ნიკოლ დე მური.

დღის ამბები