15 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებს "ქართულ ოცნებაში" იზიარებენ და ამბობენ, რომ დოკუმენტში გაწერილი მოთხოვნების შესრულებაზე ინტენსიურად მუშაობენ

ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებს "ქართულ ოცნებაში" იზიარებენ და ამბობენ, რომ დოკუმენტში გაწერილი მოთხოვნების შესრულებაზე ინტენსიურად მუშაობენ. მათთვის გაუგებარია ოპოზიციის რადიკალური ნაბიჯები და ცალკეული კონსულტაციები.

მართველი გუნდის შეფასებით ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, დესტრუქციული ოპოზიციის არასწორ ხედვას ევროპულ მომავალთან მიმართებით.

"ოპოზიცია გაემიჯნა არა მხოლოდ სამუშაო პროცესს, არამედ გაემიჯნა  ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალიან კონკრეტულ მოწოდებებსაც, თუნდაც როდესაც ბრიუსელიდან მათ ბორელი მოუწოდებდა, რომ ისინი უნდა ჩაერთნენ ამ პროცესში და ეს არის მათი პასუხისმგებლობა, მათ ამ საკითხზეც არ ჰქონდათ პოზიცია და პირიქით, ამ პროცესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღეს, რაც საბოლოო ჯამში დამანგრეველი იქნება მათი რეპუტაციისთვის," - ამბობს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე
რატი იონათამიშვილი.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული კონსტიტუციური წყობისთვის ყველანაირი ბოიკოტის გამოცხადება ოპოზიციისთვის საკმაოდ მიღებული ფორმატია.

დღის ამბები