15 ნოემბერი 2024,   08:16
ვრცლად
პიტერ ფიშერი - საქართველოსა და გერმანიის მეგობრობა ახალ პროექტებს მოიტანს, რასაც დამატებით სტიმულს მისცემს საქართველოს პრემიერის ვიზიტი ბერლინში

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პიტერ ფიშერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

ელჩის თქმით, საქართველოსა და გერმანიის მეგობრობა ახალ პროექტებს მოიტანს, რასაც დამატებით სტიმულს მისცემს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში  და ფედერალურ კანცლერთან შეხვედრა.

“მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გაცნობითი ხასიათის შეხვედრისთვის.

განვიხილეთ ჩვენი დროის გეოპოლიტიკური გამოწვევები და ის პოლიტიკური და ეკონომიკური  რეაგირება, რაც ევრო-ატლანტიკურმა საზოგადოებამ უნდა გააკეთოს მათზე საპასუხოდ.

საქართველოსა და გერმანიის მეგობრობა ახალ პროექტებს მოიტანს ამ  რეაგირების შედეგად.

ყოველივე ამას დამატებით სტიმულს მისცემს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში  და ფედერალურ კანცლერთან შეხვედრა”,- წერს პიტერ ფიშერი. 

დღის ამბები