15 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
ISFED-ი ჯერ PVT-ის აყალბებდა და ამით იყო ჩართული რევოლუციურ პროცესებში, მერე პირდაპირ დადგა  რუსთაველის გამზირზე და მთავრობის გადადგომა მოითხოვა -  კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისთვის გარკვეული პოლიტიკური პარტიების არჩართვა პროცედურაში გაუგებარია. 

კობახიძემ, ასევე, გაიხსენა ის პოლიტიკური განცხადებები და ქმედებები, რასაც ISFED-ი აწარმოებდა არჩევნების მიმდინარეობისას და განმარტა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სცენაზე დგას და მმართველი გუნდის გადაყენებას მოითხოვს, არ უნდა იყოს სამუშაო ჯგუფში ჩართული. 

"მე არ ვიცი, ამაზე მეტი რა უნდა შესთავაზო ან არასამთავრობო სექტორს, ან ოპოზიციას. გამომდინარე აქედან პოლიტიკური პარტიების არჩართვას ამ პროცედურაში ვერავითარი ახსნა ვერ ექნება. რაც შეეხება ორი NGO-ს გამორიცხავს ამ პროცედურიდან, ეს ძალიან მარტივად არის გასაგები საზოგადოებისთვის, ისინი პირდაპირ გამოდიოდნენ პოლიტიკური მოთხოვნებით, ISFED-ი ჯერ PVT-ის აყალბებდა და ამით  იყო ჩართული რევოლუციურ პროცესებში და მერე პირდაპირ დადგა სცენაზე რუსთაველის გამზირზე და პირდაპირ დააყენა მთავრობის გადადგომის მოთხოვნა. ორჯერ  იყო ჩართული რევოლუციურ პროცესებში და ორჯერ ჩაუვარდა ეს განზრახვა. მეორე არის საერთაშორისო გამჭირვალობა, რომელიც ასევე იდგა სცენაზე და, რომელიც ასევე იყო ჩართული არჩევნებთან დაკავშირებულ PVT-ის გაყალბების კამპანიაში. ბუნებრივია მათი ადგილი ვერ იქნება ვერცერთ სამუშაო პროცესში იმიტომ, რომ ისინი აღარ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლომდე დაოპოზიციონირდნენ, როგორც პოლიტიკური პარტიები. ერთადერთი რაც მათ განასხვავებთ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ეს არის სიმდიდრე - ისინი არიან უფრო მდიდრები ვიდრე სხვები. რეპუტაცია საზოგადოებაში აქვთ ძალიან დაბალი, კომპეტენცია, კვალიფიკაცია აქვთ ძალიან დაბალი. ასეთ პირობებში არ მგონია, საზოგადოებისთვის რაიმე ფორმით იყოს დასანანი ან ISFED-ის არ ჩართვა სამუშაო პროცესებში,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

კოლეგის აზრს იზიარებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე. რატი იონათამაშვილს განცხადებით, ოპოზიციას არ მოსწონს, რომ პარლამენტში მრავალ პარტიულად მოხდა რეგლამენტში ცვლილებების დამტკიცება.  

"სახალხო დამცველის არჩევის ირგვლივ რა რიტორიკასაც ჩვენ ვხედავთ რადიკალური ოპოზიციისგან, განსაკუთრებით იქნება ეს "სტრატეგია აღმაშენებელი" თუ სხვა, ვფიქრობ, კიდევ უფრო უხერხულ მდგომარეობაში იყენებენ თავს, ვინაიდან საუბრობენ არგუმენტების გარეშე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ სწორედ მათ არ უხარიათ, რომ ამ მხრივ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, ფაქტობრივად საქართველოს პარლამენტში მრავალპარტიული გადაწყვეტილებით მოხდა საბოლოდ რეგლამენტში ცვლილებების დამტკიცება,"-აცხადებს რატი იონათამიშვილი.

აზრთა სხვადასხვაობა ოპოზიციაში- "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი კოლეგებს მოუწოდებს არ მიიღონ მონაწილეობა იმ შეხვედრებში, რომელსაც მმართველი პარტია სახალხო დამცველის შერჩევის წესთან დაკავშირებით მართავს. გიორგი ვაშაძის პარტია ერთადერთი საპარლამენტო პოლიტიკური ძალა იყო, რომელმაც გუშინ, უარი თქვა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე.

ოპოზიციამ ვაშაძეს უკვე უპასუხა, მათი თქმით, მთავარი ისეთი კანდიდატის შერჩევაა, რომელიც გამოწვევებს უპასუხებს. უმრავლესობა კი თვლის, რომ ის ვინც სამუშაო ჯგუფებში ჩართვაზე უარს ამბობს, პროცესის დაზიანებას ცდილობს.

დღის ამბები