15 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
"რეფორმების ჯგუფის" ხელმძღვანელს სადავეები გაექცა, ვეღარ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარი ჯგუფის წევრებზე, რომლებიც ყველანაირ ეთიკურ ზღვას არიან გაცდენილები - პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "რეფორმების ჯგუფის" ხელმძღვანელს, სადავეები გაექცა და პასუხისმგებლობას ვეღარ იღებს ჯგუფის წევრებზე, რომლებიც ყველა ზღვარს არიან გაცდენილები.

"რაც შეეხება "სტრატეგია აღმაშენებლის" განცხადებას, რომელიც სრულად ემიჯნება "რეფორმების ჯგუფს" და ქალბატონი ხათუნა, როგორც ხელმძღვანელი ამ "რეფორმების ჯგუფისა" ვხედავ, რომ მას სადავეები გაექცა ამ პოლიტიკურ ჯგუფში, ვეღარ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარი ჯგუფის წევრებზე, რომლებიც ყველანაირ ზღვარს არიან გაცდენილი, მათ შორის ეთიკურობის კუთხით. მე გუშინ ვნახე განცხადება, ასეთი ენა მიუღებელია პარლამენტში და ცდება ეთიკურ სტანდარტებს და ზოგადად ვატყობთ, რომ ზედმეტად დესტრუქციულიც კია სტრატეგია აღმაშენებელი არ ვიცი ეს რით არის გამოწვეული,"- აცხადებს პაპუაშვილი. 

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალურ ბრძანებულებას გამოსცემს ომბუდსმენის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით. დღესვე შალვა პაპუაშვილთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება. რომელსაც პოლიტიკური ჯგუფები დაესწრებიან. შეხვედრაზე არ აპირებს მისვლას "სტრატეგია აღმაშენებელი", რომლის პოზიციაც უცვლელია. პარტია კოლეგებს მოუწოდებს არ მიიღონ მონაწილეობა პროცესში, რადგან მათი განმარტებით, მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული ვერსია ღია და გამჭვირვალე პროცესს არ გულისხმობს. 

დღის ამბები