2024 წელს, საპარლამენტო არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ახალი მეთოდი საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას მოაგვარებს და ე.წ. კარუსელებთან დაკავშირებით სპეკულაციასაც დაასრულებს.
მისივე თქმით, ელექტრონული სისტემა ყველა მსხვილ უბანზე დაინარგება და შესაძლოა, საარჩევნო უბნების 90%-იც კი მოიცვას.
"უბნები იქნება აღჭურვილი ხმის მიცემის ელექტრონული აპარატით, ასევე ამომრჩევლის რეგისტრაციის აპარატით. იყო ეს ყბადაღებული თემა "კარუსელების" - იმ შემთხვევაში, როდესაც ელექტრონულია მთლიანად რეგისტრაცია, ეს თემა საერთოდ იხსნება დღის წესრიგიდან.
რაც შეეხება ხმის მიცემას, საარჩევნო კომისია იძენს ტექნიკურ ფუნქციებს მხოლოდ. შინაარსში რომც მოუნდეს ვინმეს მანიპულირება, ვერაფერს ვერ გააკეთებს.
ყველა მსხვილი საარჩევნო უბანი იქნება აღჭურვილი ამ აპარატურით. მაღალი ალბათობით საარჩევნო უბნების 90%-იც კი მოიცვას ამ აპარატურამ. 10%-ში რა უნდა გააყალბო ისეთი, რომ ამან მოახდინოს გავლენა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.