15 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
შეიძლება მსოფლიოში ვერ ნახოთ პრეცენდენტი ისეთი, რომელიც ასეთი ტიპის გახსნილობას და ასეთი ტიპის ტრანსპარენტულობას უზრუნველყოფს - მიხეილ სარჯველაძე ომბუდსმენის არჩევის პროცესზე

ომბუდსმენობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. კანდიდატებს დოკუმენტაციის წარდგენა დღეიდან შეუძლიათ. რაც შეეხება კანდიდატთა შეფასების კომისიას, ის მოგვიანებით შეიქმნება.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ასეთი ტიპის გახსნილობის და გამჭვირვალობის პრეცენდენტი შესაძლოა მსოფლიოში არ მოიძებნოს.

"შეიძლება მსოფლიოში ვერ ნახოთ პრეცენდენტი ისეთი, რომელიც ასეთი ტიპის გახსნილობას და ასეთი ტიპის ტრანსპარენტულობას უზრუნველყოფს პროცესისას, რომლის შედეგადაც ომბუდსმენი უნდა აირჩეს. ეს ნიშნავს, რომ რომც გვქონდეს განწყობა რაღაც მანიპულაციები ჩავატაროთ, რეალურად ასეთ გახსნილობას საზოგადოებას და ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს ვერ შევთავაზებდით. 

"სტრატეგია აღმაშენებელს" რაც შეეხება, პირადად ჩემი დაკვირვება მგონია, რომ დაუშვეს უზარმაზარი შეცდომა.  უბრალოდ არ ეყოთ ვაჟკაცობა იმის, რომ შემდგომ ეს შეცდომა ეღიარებინათ და უბრალოდ გადაედგათ ნაბიჯი კალაპოტში ჩადგომისთვის. გადასარევად იციან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოწოდებულ კანდიდატსაც შეეძლება ამ პროცესში მონაწილეობის მიღება და შემდეგ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ექნება შესაძლებლობა საკუთარი არჩევანი დაუქვემდებაროს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ან არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის შეხედულებებს," - ამბობს სარჯველაძე.

დღის ამბები