15 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
ინკლუზიურობა, გამჭვირვალობა და დეპოლარიზაცია- ვინ როგორ ასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს და რას აცხადებენ პარტიები

თეთრი კვამლი სოროსის ფონდის ოფისის თავზე -ოპოზიციის ნაწილი და მესამე სექტორი ერთობლივ დოკუმენტზე შეთანხმდნენ, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდება. პარლამენტის კედლებს გარეთ ხელისუფლების ოპონენტები და არასამთავრობო სექტორი, ბრიუსელის რეკომენდაციების შესასრულებლად ისევ დამოუკიდებლად მუშაობენ. კონკრეტული პრიორიტეტები ჯერ ფურცელზე არ გაუწერიათ, თუმცა არის ერთი საკითხი, რომლის შესრულების აუცილებლობაშიც NGO-მა ოპოზიცია დაარწმუნეს- პარლამენტში დეოლიგარქიზაციის საკითხზე კანონი ცალკე არ წარადგინონ, რადგან ეს პრობლემებს შექმნის.

ოპოზიციის ნაწილისა და მესამე სექტორის დამოუკიდებლად მუშაობა და საერთო სამუშაო ჯგუფებზე უარის თქმა, კატეგორიულად მიუღებელია "ქართული ოცნებისთვის". მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ოპონენტები და ენჯეოები არა ევროპული მიზნის მისაღწევად არამედ ხელისუფლებაში მოსასვლელად მუშაობენ, თუმცა "ოცნებაში" მიუხედავად კრიტიკული დამოკიდებულებისა, მაინც მზად არიან ერთობლივი წინადადებები პარლამენტში განიხილონ. 

თითქმის 3-საათიანი კონსულტაციების შემდეგ, ოპოზიცია და მესამე სექტორი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საერთო ხედვაზე შეჯერდა. შეთანხმებულ დოკუმენტს ხელისუფლების ოპონენტები სამშაბათს წარმოადგენენ. სწორედ მომდევნო კვირას გახდება კონკრეტულად ცნობილი ის ქმედებები, რომლის განხორციელებაც ოპოზიციისა და მესამე სექტორის აზრით, ქვეყანას კანდიდატის სტატუსს მოუტანს.  ოპოზიციისა და მესამე სექტორის კონსულტაციებს ალტერნატიულ პროცესს უწოდებენ მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, მსგავსი შეხვედრებით მათი ოპონენტები რეკომენდაციების შესრულების პროცესს ხელს უშლიან, მით უმეტეს მაშინ, როდესაც, მმართველი გუნდის თქმით, 12 პუნქტის განხორციელებისთვის პარლამენტში სამუშაო ჯგუფები უკვე არსებობს. 

12 რეკომენდაცია საქართველომ დეკემბრამდე უნდა შეასრულოს, მათ შორის ერთ-ერთი პუნქტი სახალხო დამცველის არჩევას ეხება. წესი ომბუდსმენის დასამტკიცებლად უკვე გაწერილია, დაწყებულია განაცხადების მიღებაც. ახლა პარლამენტის თავმჯდომარემ შემფასებელი კომისია უნდა ჩამოაყალიბოს, თუმცა მანამდე იქნება კონსულტაციები ოპოზიციასთან.

პროცესში მონაწილეობაზე კვლავ უარს ამბობს "სტრატეგია აღმაშენებელი" და პარალელურად, უკვირს იმ კოლეგებისაც, რომლებიც შალვა პაპუაშვილთან შეხვედრებზე დადიან. მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ სახალხო დამცველის შერჩევის ერთჯერადი წესი უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და ინკლუზიურობას. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ის პარტიები, რომლებიც ამ პროცესში არ მონაწილეობენ, აზიანებენ პროცესს. რეკომენდაციები საქართველომ წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს. 12 პუნქტის განხორციელების მიზნით, პარლამენტში მუშაობს სამუშაო ჯგუფებიც, რომელშიც ოპოზიციის ნაწილი არ მონაწილეობს.

დღის ამბები