05 სექტემბერი 2026,   00:28
ვრცლად
მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება ევრობასკეტზე - ესპანეთმა გერმანია 5-ქულიანი სხვაობით დაამარცხა

ბერლინში დრამატული და საინტერესო გამოდგა მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება ტურნირის მასპინძელი გუნდისა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს შორის. მეორე ფინალისტი სერჯიო სკარიოლოს ნაკრები გახდა. ესპანელებმა 5 ქულით 96-91 დაამარცხეს გერმანელები და შანსი აქვთ კონტინენტის პირველობა მეოთხედ მოიგონ. ესპანელთა გამთამაშებელმა ლორენცო ბრაუნმა 29 ქულა დააგროვა, გერმანიას კი დენის შრიოდერის 30-მა ქულამ ვერ უშველა.

18 სექტემბერს ოქროს მედლებისთვის ესპანეთი და საფრანგეთი იბრძოლებენ, მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში კი ერთმანეთს გერმანია და პოლონეთი დაუპირისპირდებიან.

დღის ამბები