15 ნოემბერი 2024,   08:16
ვრცლად
ეს შემზარავია, საშინელებაა, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინაში რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკის და ომის დანაშაულების აღრიცხვას - ჯონ ქირბი

იზიუმში მასობრივი სამარხის აღმოჩენასა და რუსულ მორიგ სისასტიკეს გამოეხმაურა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ ქირბი. მისი თქმით, ეს ფაქტი შემზარავია.

"მსურს, გამოვეხმაურო უკრაინელი სამხედროების მიერ ახლადგანთავისუფლებულ იზიუმში ნაპოვნ მასობრივი საფლავების საკითხს. ეს შემზარავია, საშინელებაა. არსებული ცნობებით, სამარხში 440-ზე მეტი ცხედარი იყო, რომელთა შორის არიან სამოქალაქო პირები. სამწუხაროდ, ეს შეესაბამება იმ მანკიერებას და სისასტიკეს, რომლითაც რუსეთის ძალები უკრაინის და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ამ ომს აწარმოებენ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინაში რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისა და სისასტიკეების აღრიცხვის ძალისხმევის მხარდაჭერასა და რუსებისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად ეროვნული და საერთაშორისო ძალისხმევის ხელშეწყობას," - განაცხადა ქირბიმ.

 

დღის ამბები