02 მაისი 2024,   04:35
ვრცლად
ჰარის და მეგანს სასახლეში დაგეგმილ მიღებაზე აღარ ეპატიჟებიან - მათი მიწვევა გაუქმდა

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი არ იქნებიან სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად ბუკინგემის სასახლეში დღეისთვის დაგეგმილ მიღებაზე, სადაც დედოფლის დაკრძალვისთვის ჩასულ მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლებენ. 

გამოცემა People-ის ინფორმაციით, ჰარი და მეგანი, თავდაპირველად, ღონისძიებაზე მიიწვიეს, თუმცა შემდეგ, იმ მიზეზით, რომ ისინი აღარ მსახურობენ როგორც სამეფო ოჯახის წევრები, მიწვევა გაუქმდა. 

ღონისძიების მასპინძლები მეფე ჩარლზი და მისი ცოლი, კამილა არიან. 

გუშინ საღამოს ჰარი, 7 ბიძაშვილთან ერთად გამოჩნდა ოფიციალურ ცერემონიალზე ვესტმინსტერ ჰოლში, სადაც შვილიშვილებმა გარდაცვლილ დედოფალს პატივი მიაგეს. იმის მიუხედავად, რომ ჰარი აღარ ასრულებს სამეფო ოჯახის წევრებისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს, უილიამის მსგავსად, მასაც სამხედრო უნიფორმა ეცვა. ჰარი, 10-წლიანი სამხედრო კარიერის განმავლობაში, 2-ჯერ იმყოფებოდა ავღანეთში. 

 

ნახეთ, ასევე : სალომე ზურაბიშვილი მეფე ჩარლზის სახელით გამართულ წვეულებას დაესწრება

დღის ამბები