27 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი მეფე ჩარლზის სახელით გამართულ მიღებას დაესწრება

დღეს საქართველოს პრეზიდენტი, ლონდონში მსოფლიო ლიდერებთან ერთად, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელიზაბეტ II-ის სამოქალაქო პანაშვიდსა და მიღებას დაესწრება, რომელიც მეფე ჩარლზ III-ის სახელით გაიმართება.

ხვალ კი, დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონიასა და მიღებას დაესწრება, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის სახელით გაიმართება. 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის სპიკერთან.

 

ნახეთ, ასევე : ჰარის და მეგანს სასახლეში დაგეგმილ მიღებაზე აღარ ეპატიჟებიან - მათი მიწვევა გაუქმდა

დღის ამბები