საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი ხვალისთვის დაგეგმილ გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. მოგვიანებით კი, პრემიერი გენერალური ასამბლეის დებატებში ჩაერთვება და მის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად შეერთებულ შტატებში იმყოფებიან საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრი, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.