15 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
რომელ სფეროებს გაეზრდებათ დაფინანსება - საპარლამენტო კომიტეტებში მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილებებზე იმსჯელებენ

მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილებებზე განსახილველად დეპუტატები დღეს კვლავ იკრიბებიან.

დოკუმენტთან დაკავშირებით მსჯელობა თავდაცვის, ჯანდაცვისა და რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტებზე იქნება.

ცვლილების მიხედვით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე მთავრობა ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტს ამცირებს, იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობები. უკვე ცნობილია ის სფეროები, რომლებსაც დაფინანსება გაეზრდებათ - ეს არის პოლიცია, ჯარი, ინფრასტრუქტურა, საწარმოების დაფინანსება, სოფლის მეურნეობა, სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა და სპორტი.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, თავდაცვის კომიტეტზე ყურადღება გამახვილდება ჯარისა და პოლიციის ბიუჯეტის ცვლილებებთან დაკავშირებით. 

დღის ამბები