15 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე "საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის" უფროსს თეიმურაზ მღებრიშვილს მოუსმინეს

გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე "საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის" უფროსს თეიმურაზ მღებრიშვილს მოუსმინეს. ანგარიში ტყის ხანძრებსა და პრევენციას ეხებოდა.

ითქვა, რომ მიმდინარეობს ტექნიკური საშუალებების გაძლიერება და რომ უწყება რეაგირების კუთხით სრულ მზადყოფნაშია. აღინიშნა, რომ სამსახური აქტიურად მუშაობს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიმართულებითაც.

"მიმდინარეობს გაძლიერება ჩვენი ტექნიკური საშუალებების, ეს არის როგორც ავტომანქანების შესყიდვა, ასევე სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო 3 ახალი ვერტმფრენის შესყიდვაზეა დაწყებული. ჩვენ გვაქვს მუდმივმოქმედი კომისიები შექმნილი თითოეულ უწყებასთან, რომლებთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ, აქტიურად განვიხილავთ გამოწვევებს პრევენციული და მზადყოფნის კუთხით და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გამოჩნდა და გვაჩვენა, აგვისტოს თვეში იცით, რომ თითქმის ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში იყო როგორც მინდვრის, ასევე ტყის ხანძრები და სახელმწიფო უწყებების ჩართულობამ და კოორდინირებულმა მუშაობამ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დადო," - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი.

დღის ამბები