15 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
პარლამენტში დღეს პოლიტიკური პარტიები საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს ხვდებიან

დღეს საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური პარტიები საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს ხვდებიან. ძირითადი თემა 12 პუნქტიან გეგმას შეეხება.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ ისინი შეხვედრაზე ყურადღებას გაამახვილებენ ქვეყნის ევროპულ მომავალზე და 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების მნიშვნელობაზე. მათი განმარტებით, ესაა, ის მთავარი და ძირითადი საკითხები, რაზეც საუბარი ამგვარი შეხვედრების ფორმატში აუცილებელია.

მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ხშირად ხდება საერთაშორისო პარტნიორებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება და ამ ფონზე მნიშვნელოვანია დეტალურად მოხდეს განხილვა თუ რა ნაბიჯებს დგამს "ქართული ოცნება" 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებისთვის.

დღის ამბები