15 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები დააინიცირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები დააინიცირა. ცვლილებები 2024 წლიდან ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, 12-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული საარჩევნო კანონმდებლობის ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიხედვით, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა აგვისტოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა.

"ჩვენი გუნდის ინიციატივით, იმ უბნებზე, სადაც არ იქნება ელექტრონული მარეგისტრირებელი და მთვლელი აპარატურა, ამომრჩეველთა მიმართებაში იმოქმედებს მოცემული ხმების ამსახველი ბიულეტენების სრული გაციფრულება და მათი ატვირთვა ცესკოს ოფიციალურ ვებპორტალზე, რაც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე არსებული 2 000 ლარიანი ჯარიმა გაორმაგდა და ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენებაზე პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა გაიზრდება 2 თვიდან 3 წლამდე. თუ საარჩევნო უბანში დათვლის შედეგად დაფიქსირდა 5, ან 5-ზე მეტით, ან 10, ან 10-ზე მეტით ნაკლები ბიულეტენი, მისულ ამომრჩეველთან მიმართებაში საარჩევნო უბანი დაექვემდებარება გადათვლას.

დღეს თითოეული პარტიისთვის არსებული წლის განმავლობაში ხარჯვითი 60 მილიონიანი ზედა ზღვარი შემცირდება და იგი განისაზღვრება 30 მილიონიანი ზედა ზღვრით," - ამბობს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე.

დღის ამბები