15 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება, ოპოზიციის პარალელური პროცესი, მთავრობის საერთაშორისო ვიზიტები - პარლამენტში პლენარული სხდომა იმართება

პარლამენტში პლენარული სხდომა იმართება- სესია ტრადიციულად პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება, ოპოზიციის პარალელური პროცესი, მთავრობის საერთაშორისო ვიზიტები, ამ და სხვა საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება დეპუტატებმა. სხდომა გენერალური აუდიტორის მოსმენით და კანონპროექტებზე მსჯელობით გრძელდება.

"თქვენ იცით, რომ ამ კვირას ჩვენ გვსურდა საგარეო საქმეთა  მინისტრის ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარება და პასუხი, რომ მივლინებიდან გამომდინარე ის ვერ მოვა არ ნიშნავს, რომ კითხვებზე, რომელიც მასთან იყო გაგზავნილი ამაზე პასუხი არ უნდა მოსულიო. კითხვები ძირითადად შეეხებოდა, რუსეთის ოკუპაციას, ბიჭვინთის ანექსიის პროცესს, რომელზეც არცერთი ოფიციალური განცხადება მთავრობის მხრიდან, მათ შრის არც საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან არ მოგვისმენია,"-განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდიამ. 

ამასთან, პარლამენტის წევრი, პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა მიხეილ დაუშვილმა სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს. როგორც დაუშვილმა შალვა პაპუაშვილის განუცხადა, მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავიდან არ აირიდონ ინტერპელაციის წესით მოსმენა. 

"ინტერპელაციის წესი მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა ეს წესები დაიცვას და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენელი, როდესაც მოხდება მათი ინტერპელაციის შესახებ სხვადასხვა მიზეზის გამო ამის თავიდან არიდებას არ ცდილობდეს,"- აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

დეპუტატების საპასუხოდ კი, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი იმყოფება გაეროს ასამბლეაზე და ვიზიტის გადადებას ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ შეძლებდნენ. 

"რაც შეეხება ინტერპელაციას, მე მოგახსენეთ კიდევაც, რომ ჯანდაცვის მინისტრის შემთხვევაში ის მართალია ვიზიტში იმყოფება, თუმცა მისგან გვაქვს ჩვენ პასუხის, რომ ის ასწრებს ჩამოსვლას. ასე, რომ ეს რაც ინტერპელაცია შედგება. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს და დელეგაციის წევრებს, რომლებიც არიან გაეროს ასამბლეაზე ეს, რა თქმა უნდა, არ არის დამოკიდებული მთავრობის წევრებზე და მით უმეტეს ამის გადატანა არ არის მის ძალაუფლებაში,"-აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები