ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის შეხვედრა უნდა დაიწყოს. მხარეები ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე იმსჯელებენ.
სხდომას როგორც მმართველი გუნდი, ასევე ოპოზიციური სპექტრის ნაწილი დაესწრება.
"ჩვენ ყველა ფორმატს, მათ შორის ასოცირების კომიტეტს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ გავუზაიროთ ჩვენი გზავნილები, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, როგორ წარიმართება 12 პუნქტის შესრულების პროცესი, როგორ წარიმართება რეფორმები, რომელიც არის საჭირო კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვქონდა საშუალება შევხვედროდით ევროპარლამენტარებს, ასევე უშუალოდ უმრავლესობის წარმომადგენლებთან ერთად და ამ ყველაფერზე გვქონდა მათთან საუბარი," - აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.
ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტი გუშინ დაიწყო - ევროპელი კანონმდებლები უკვე შეხვდნენ უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.