27 აგვისტო 2026,   19:12
ვრცლად
რატომ არის საცობი ქალაქში - კახა კალაძემ მიზეზები განმარტა

რატომ არის საცობი ქალაქში - კახა კალაძემ მიზეზები მთავრობის სხდომაზე განმარტა. თბილისის მერი ამბობს, რომ დედაქალაქის მთავრობამ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება დაიწყო და ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, რომელიც თბილისში მიმდინარეობს.

ორ უმნიშვნელოვანეს გამზირზე - მელიქიშვილის და ქეთევან წამებულის გამზირებზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. როგორც კალაძემ აღნიშნა, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქში დაგეგმილია სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის, წერეთლის და ვაჟა-ფშაველას გამზირების განახლება. 

"რაც სწავლა დაიწყო, ქალაქში შეინიშნება ცენტრალურ უბნებში გადატვირთული მოძრაობა და გართულებული გადაადგილება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, რომელი მუნიციპალიტეტებმა დაიწყო. 2 უმნიშვნელოვანეს გამზირზე - მელიქიშვილის გამზირზე და ქეთევან წამებულის გამზირზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ცხადია, მხოლოდ მოასფალტება და გზის საფარის შეცვლა არ იქნება გაკეთებული საქმე. ხვალ-ზეგ შეიძლება ისევ გადათხრა მოგვიწიოს დაზიანებული მილის გამო, ისევ სამუშაოების წარმოება მოგვიწიოს სხვადასხვა პრობლემის გამო. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ თქვენთან ერთად,“ - ამბობს კახა კალაძე. 

დღის ამბები