01 სექტემბერი 2026,   17:41
ვრცლად
დღეს კრწანისობაა, მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო, ვუსურვო მშვიდობა და სიმშვიდე - კახა კალაძე

ორწლიანი პაუზის შემდეგ, "კრწანისობა 2022" გაიმართა - ღონისძიება მეფე ერეკლე მეორისა და კრწანისის ბრძოლის შესახებ ლექციით გაიხსნა. აღევლინა კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა სულის სავედრებელი პარაკლისი, რომლის დასრულების შემდეგაც, ღონისძიების კულტურული ნაწილი დაიწყო.

300 არაგველის სკვერის მიმდებარედ მოწყობილია ქართულ-კავკასიური საბრძოლო იარაღისა და ქართული სამოსის გამოფენა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი ესწრებოდა.

"დღეს კრწანისობაა, ჩვენი და კრწანისის გმირების დღე. ტრადიციულად ყოველწლიურად იმართება ეს ღონისძიება, ეს არის სახალხო დღესასწაული და მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო და პირველ რიგში ვუსურვო ის, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია და საჭიროა დღეს, ეს არის მშვიდობა და სიმშვიდე," - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დღის ამბები