საპარლამენტო ზედამხედველობის შესახებ ცვლილებებს ტექნიკური თვალსაზრისით, დადებითად აფასებენ განხილვებში მონაწილე ოპოზიციის წარმომადგენლები.
რაც შეეხება საარჩევნო რეფორმის კონკრეტულ პუნქტებს, ისინი ადასტურებენ, რომ ამ მიმართულებით აზრთა სხვდასხვაობა რჩება, თუმცა ცვლილებას საბოლოო ჯამში ემხრობიან.
საკომიტეტო მოსმენებში აქტიურად მონაწილეობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს ოპოზიციის ის ნაწილიც, რომლებიც სამუშაო ჯგუფებში ჩართული არ იყვნენ. ისინი ამბობენ, რომ შეხვედრებზე კანონპროექტის საკუთარ ვერსიებსაც წარმოადგენენ.