15 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ძალოსნის, რაფაელ ჩიმიშკიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ძალოსნის, რაფაელ ჩიმიშკიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 როგორც მთავრობის მეთაური ფეისბუქ გვერდზე აღნიშნავს, მისმა სპორტულმა მიღწევებმა რაფაელ ჩიმიშკიანი ქართული სპორტის ნამდვილ ლეგენდად, მსოფლიო ძალოსნობის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად აქცია.

"მწუხარებას გამოვთქვამ სახელოვანი ძალოსნის რაფაელ ჩიმიშკიანის გარდაცვალების გამო.

მისმა სპორტულმა მიღწევებმა რაფაელ ჩიმიშკიანი ქართული სპორტის ნამდვილ ლეგენდად, მსოფლიო ძალოსნობის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად აქცია.

გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი რაფაელის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", - აღნიშნავს პრემიერი.

დღის ამბები