რას უკავშირებენ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებას "ქართულ ოცნებაში" - დღეს განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ დაპირისპირების მიზეზი დავით კეზერაშვილის დაფინანსებაა, რომლისთვისაც მიუღებელია ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარის პოსტზე.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მთავარი მიზანი უნდა იყოს ოლიგარქების ჩამოშორება და ქვეყანამ სწორედ ამას უნდა მიაღწიოს ქართულ პოლიტიკაში.
"ამ ეტაპზე კეზერაშვილი არის რადიკალური ოპოზიციის მთავარი ფინანსური დონორი, რომელმაც გადაწყვიტა ნიკა მელიას გვერდის ავლით "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული პირებისა და ორგანიზაციების დაფინანსება, რაც პარტიის შიგნით დაპირისპირების მიზეზი გახდა. ეს ყველაფერი აჩვენებს რომ დეოლიგარქიზაცია არის საქართველოს მთავარი გამოწვევა - პოლიტიკური პროცესიდან ოლიგარქების ჩამოცილება არის ის, რასაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ - ამ კუთხით ევროკავშირის რეკომენდაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.