15 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
"ვიქნები იქ, სადაც ადამიანებს დასჭირდებათ, როგორც დღეს ვცდილობ, რომ ვიყო, იმ ჯგუფებთან ვისაც მხარდაჭერა სჭირდება"- ომბუდსმენობის კანდიდატი ანა აბაშიძე

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი, ომბუდსმენობის კანდიდატი ანა აბაშიძე აცხადებს, რომ კვალიფიკაციის და სანდოობიბის ხარისხით ყველა კანდიდატს აქვს გამარჯვების შესაძლებლობა.

ამასთან, აბაშიძე აცხადებს, ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში იქნება მათ გვერდით ვისაც სახალხო დამცველის გვერდით დგომა დასჭირდებათ. 

"ვიქნები იქ სადაც ადამიანს დასჭირდებათ, როგორც დღეს ვცდილობ, რომ ვიყო. იმ ჯგუფებთან ვისაც მხარდაჭერა სჭირდება და პირველ რიგში სახალხო დამცველის. მიუხედავად ყველაფრისა ეს იყო და იქნება ჩემი მუშაობის მთავარი პრინციპი. რაც შეეხება შანსებს კვალიფიკაციის, გულწრფელობის და სანდოობის თვალსაზრისით ყველა ჩვენგანს აქვს შანსი. მე იმედს ვიტოვებ, რომ ისინი შეხედავენ იმ საქმეებს, რომლებიც ჩვენ გაგვიკეთებია და რასაც რეალურად ვემსახურებით და მიიღებენ გადაწყვეტილება იმ კრიტერიუმებით რა კრიტერიუმებითაც სახალხო დამცველის კანდიდატად არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეგვარჩიეს,"-აცხადებს ანა აბაშიძე.

დღის ამბები