15 ნოემბერი 2024,   08:16
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს უმასპინძლა

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს უმასპინძლა.

ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა და ხავიერ კოლომინამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

მხარეებმა იმსჯელეს მხარდაჭერის იმ ზომებზე რომელიც საქართველოზეა მორგებული და ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის. ამასთან საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და მსოფლიოში არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს.

დღის ამბები