რეალურად რა გახდა "ნაციონალურ მოძრაობაში" ფიზიკური და პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი? "ქართულ ოცნებას" შიდა გარჩევის რამდენიმე ვერსია აქვს, ერთ-ერთი და მთავარი კი პარტიის დაფინანსების წყაროა.
კეზერაშვილის ფულის ფაქტორს არ აღიარებს "ნაციონალური მოძრაობა". ეს სარისკოა, რადგან აქტუალურია ბრიუსელის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაცია. ყოფილი მმართველი ძალა ყოფილ თავდაცვის მინისტრთან კავშირს თან უარყოფს და თან აცხადებს, რომ კეზერაშვილი ოლიგარქი არ არის, რადგან მას სახელისუფლებო გავლენები არ აქვს.
"ქართული ოცნებისთვის" კი ოლიგარქის დეფინიცია სხვაგვარია და ის ეხება ყველას, ვინც ძალაუფლებას და ფინანსებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად იყენებს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის პოლიტიკურ და ფინანსურ გავლენებს ასახელებს მმართველი პარტია იმის მიზეზად, რომ ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირება პარტიის შიდა გარჩევებს გასცდა. "ქართულ ოცნებაში" ყურადღებას დავით კეზერაშვილის ფინანსურ რესურსზე ამახვილებენ და მის მიზნებს უკავშირებენ გავლენა მოიპოვოს ქართულ პოლიტიკურ პროცესებზე.
მმართველი გუნდის ლიდერების ბრალდებები პოლიტიკური ბრძოლის ტაქტიკაა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისთვის. მთავარი არგუმენტად ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ოლიგარქის კლასიკური განმარტება მოჰყავთ. ლევან ხაბეიშვილი, რომელიც კეზერაშვილის გუნდის წევრად და მის მიერ დაფინანსებულ პოლიტიკოსად სახელდება, ამბობს, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი ოლიგარქად ვერ აღიქმება.
მას შემდეგ, რაც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი ბრალდება გაისმა. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე როგორც პოლიტიკოსებს, ასევე ამავე პარტიის მხარდამჭერებსა და ჟურნალისტებს შემოსავლების გასაჯაროვებისკენ მოუწოდებს.
"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესს ოლიგარქიის მავნე გავლენას უწოდებენ "ქართულ ოცნებაში". სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია ოლიგარქიზაციაზე საუბრის დროს ორმაგი სტანდარტით მოქმედებს.
"ნაციონალური მოძრაობაში" არსებულ განხეთქილება საჯარო ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ნიკა მელია დავით კეზერაშვილს რამდენიმე დღის წინ ღიად დაუპირისპირდა. მელიამ სატელევიზიო ეთერებში განაცხადა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ფინანსური რესურსი და გავლენების მოპოვების სურვილი პარტიისთვის დამაზიანებელია. სახელისუფლებო გუნდში, ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები, მოვლენებს გვერდიდან აკვირდებიან და ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" 2 ბანაკად გაყოფის ფაზაშია და პოლიტიკური ტემპერატურის დაწესვის შემდეგ დაკომპლექტდება როგორც მელიას, ასევე კეზერაშვილი გუნდები.