საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რეგიონში შექმნილი რთული ვითარების ფონზე, საქართველოში ეკონომიკური მონაცემები სტაბილურ მონაცემებს ინარჩუნებს.
"მე ვფიქრობ, ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს, მით უმეტეს ინ ფონზე, როდესაც ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს დამანგრეველი ომი უკრაინაში, რუსეთის აგრესია არ ჩერდება, ამას ემატება ენერგოკრიზისი, ფასების კრიზისი, ინფლაცია, ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში 25%-ს გადასცდა ინფლაცია. ეკონომიკურ რეცესიას ელის ყველა ევროპული სახელმწიფო. მე მქონდა საუბარი გაეროს ფარგლებში ძალიან ბევრ ჩვენს ევროპელ კოლეგასთან, მათი მოლოდინი არის ძალიან პესიმისტური. ფიქრობენ, რომ ევროპის ეკონომიკა შემცირდება მნიშვნელოვნად და ამას ემატება ის კრიზისები, რომელიც ჩამოვთვალე. ახლა საუბარი მიდის არა ეკონომიკის გაზრდაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები. ეს არის მათი პირდაპირი საზრუნავი. იმიტომ რომ რუსეთის გაზი შეუწყდა, ევროპას აღარ მიეწოდება რუსული გაზი, ევროპაც ამბობს ეტაპობრივად რუსულ გაზზე უარს და რუსეთმაც თავად შეიწყვიტა ევროპას გაზი. ამიტომ, გვაქვს ძალიან რთული ვითარება ევროპაში. გვჭირდება მაქსიმალური კონსოლიდაცია ქვეყნის შიგნით, სიმშვიდე, ნაკლები ემოციები, სტაბილურობის შენარჩუნება და მაღალი ეკონომიკური ზრდა.“ - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.