27 აპრილი 2024,   07:35
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმები კაკულიების პროცესი, სავარაუდოდ, ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმები კაკულიების პროცესი, სავარაუდოდ, ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. დაცვის მხარე კი სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევას იწყებს. მთავარი კითხვა - დაუმძიმდებათ თუ არა ბრალი დათა და გუგა კაკულიებს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, კვლავ პასუხგაუცემელი რჩება.

პროკურატურა ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ დაკავებულები კვარაცხელიას საქმეზე გამოიკითხნენ. კაკულიებს ამჟამად არაყიშვილის ქუჩაზე სერგო ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობა ედებათ ბრალად. დანაშაულს ორივე მათგანი უარყოფს. 

დღის ამბები