ფემიციდის კიდევ ერთი შემთხვევა, ამჯერად თელავში. "კურიერის" ინფორმაციით, 26 წლის ქალი მეგობარმა კაცმა მოკლა.
ოჯახის წევრების თქმით, დაზიანებები ქალს ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.
ამ წუთებში ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მკვლელობა თელავში, ალაზნის ქუჩაზე, მე-12 კორპუსში მოხდა, სადაც 26 წლის ქალი 3 არასრულწლოვან შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.
როგორც ქალის ოჯახის წევრები "კურიერს" უყვებიან, აწ გარდაცვლილი შემთხვევის დროს 2 შვილთან ერთად იმყოფებოდა და მათთან მივიდა მამაკაცი, რომელიც ქალს 4 თვის განმავლობაში ემუქრებოდა და სწორედ ამ მიზეზით მასთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა.
გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრების თქმით, სავარაუდო მკვლელი და მოკლული მეგობრები იყვნენ.