19 მაისი 2024,   17:26
ვრცლად
თელავის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობისთვის დაკავებულ 22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილს, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობისთვის დაკავებულ 22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილს, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა სრულად გაითვალისწინა პროკურატურის მოთხოვნა, სადაც სახელმწიფო ბრალდება, პატიმრობას მოითხოვდა და განმარტავდა, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე.

დაცვის მხარემ კი, გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. პროცესზე სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმა. გამხვეტელაშვილი აღიარებს და ნანობს ჩადენილ დანაშაულს. თუმცა, აცხადებს, რომ დანაშაულის ჩადენა წინასწარ დაგეგმილი არ ჰქონდა და დანაშაულის ჩადენა, თავად  მარიამ გამტკიცულაშვილის ქცევიდან გამომდინარე მოხდა, რადგან ის პოლიციაში დარეკვით ემუქრებოდა.

გამხვეტელაშვილს არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქალის მკვლელობის ფაქტზე, 2 მუხლით ედავებიან. ესენია - ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში და შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 16 დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შემდეგი სასამართლო სხდომა, 22 ნოემბერს 13:00 საათზე ჩაინიშნა.

დღის ამბები