ჭიათურის მუნიციპალიტეტში მასშტაბური სარეკულტივაციო სამუშაოები გრძელდება. ჯამში საუბარია 100 ჰექტრამდე ფართობზე. ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულდა, შემდეგი ეტაპი ბიოლოგიური რეკულტივაციაა რაც გულისხმობს ტერიტორიის შემოღობვას, მცენარეების დარგვას და მის მოვლა-პატრონობას.
სამუშაოების მიზანი კარიერული წესით დამუშავებული ტერიტორიებისთვის პირვლანდელი სახის დაბრუნებაა. პროექტი კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება. კარიერული წესით დამუშავებულ ტერიტორიებზე, ე. წ. კოოპერატორულ კონტურებზე, სარეკულტივაციო სამუშაოებს "მანგანუმ ლოჯისტიკი" უზრუნველყოფს.