01 სექტემბერი 2026,   19:36
ვრცლად
"კურიერიმა" რამდენიმე წუთის წინ "გრინ სერვის პლიუსის" ერთ-ერთი დამფუძნებლის ადვოკატი ჩაწერა - რას ამბობს უფლებადამცველი

საგამოძიებო მოქმედებები პოლიციაში - "კურიერმა" რამდენიმე წუთის წინ ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი ჩაწერა, რომელიც ამბობს, რომ სავარაუდოდ გამოკითხვები მალე დასრულდება და დეტალებზე ამის შემდეგ ისაუბრებს.

მისი ინფორმაციით, გამოძიებამ უკვე შეამოწმა საბუთები და მიღება ჩაბარების ოქმები.

ამ წუთებში გამოკითხვაზე მერიის და გრინ სერვის პლიუსის თანამშრომლები, მათ შორის კომპანიის მფლობელები იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო - უსაფრთხოების წესების დარღვევა ელექტრო ობიექტზე, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმის მასალებზე ადვოკატს არ უსაუბრია, თუმცა ტარიელ კიკნაძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე გამოძიებას საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს იმისთვის, რომ ლაშა ფურცხვანიძის ბრალეულობა გამოიკვეთოს და ის დარწმუნებულია, რომ ლაშა ფურცხვანიძე პოლიციის შენობას მალე დატოვებს და მას არ დააკავებენ.

"გუშინ საღამოს შემდეგ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დაიკითხა დაახლოებით 30-მდე პირი. მაქსიმალურად იქნა ყველაფერი ამოღებული და ჩვენ ღია გვაქვს აღნიშნული საკითხი, ყველაფერი მივაწოდეთ მათ. მე ვიცავ ლაშა ფურცხვანიძეს და მასთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება არ არის ისეთი, რომელიც საკმარისი იქნებოდა მის მიმართ პატიმრობის გამოყენებას," - განაცხადა ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა, ტარიელ კიკნაძემ.

დღის ამბები