20 მაისი 2024,   00:28
ვრცლად
"ყველგან არის ეს წყალში, რიყის შადრევანთან მიდით და გადაიღეთ, იტალიელი სპეციალისტების მოწყობილია" - ლაშა ფურცხვანიძე შადრევანში ელექტროკვების ბლოკის დამონტაჟებაზე

ვაკის პარკის შადრევანში ჩატარებული სამუშაოები და უსაფრთხოების ნორმები შემოწმებული იყო - აცხადებს მედიასთან ლაშა ფურცხვანიძე. "გრინ სერვის პლიუსის" დირექტორი დღეს მესამედ გამოიკითხა. მისი დაკითხვა 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

ლაშა ფურცხვანიძემ საგამოძიებო უწყება დაახლოებით 1 საათის წინ დატოვა.

ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, თუ რატომ იყო 220 ვოლტიანი კვების ბლოკი წყალში დამონტაჟებული, "გრინ სერვის პლიუსის" დირექტორი პასუხობს, რომ ყველგან წყალშია დამონტაჟებული, მაგალითად კი რიყის პარკის შადრევანი მოჰყავს, რომელიც მისივე განმარტებით, იტალიელი სპეციალისტების მოწყობილია.

ლაშა ფურცხვანიძემ განმარტა, რომ "გრინ სერვის პლიუსის" მიერ ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ელექტროსისტემის ინსტალაციის დროსაც და ასევე რეაბილიტაციის დასრულების შემდეგაც შემოწმდა შადრევანი და ყველაფერი მოწესრიგებული იყო. შესაბამისად, ლაშა ფურცხვანიძე აცხადებს, რომ არ იცის რამ გამოიწვია 5 დღის წინ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა.

"საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. ვერაფერს გეტყვით, ეს გამოძიებას კითხეთ.

ყველგან არის ეს წყალში. რიყის შადრევანთან მიდით და გადაიღეთ, იტალიელი სპეციალისტების მოწყობილია. არ გაინტერესებთ თქვენც? იყო ერთიანი გამანაწილებელი სისტემა. ვერ გეტყვით, მეც მაინტერესებს თქვენთან ერთად. დამთავრდება გამოძიება და ნახავთ," - აცხადებს ლაშა ფურცხვანიძე.

საგამოძიებო მოქმედებები ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის საქმეზე გრძელდება. ვაკე საბურთალოს მთავარ სამმართველოში ამ წუთებში მოწმეები იკითხებიან. საგამოძიებო უწყებას უკვე გამოკითხული ჰყავს 100-ზე მეტი ადამიანი, თუმცა დაკავებული ჯერ არავინაა.

დღის ამბები