26 აგვისტო 2026,   23:15
ვრცლად
ლიკანში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მდგომარეობას სპეციალისტები შეისწავლიან

ექსპერტებს ელოდებიან დღეს ლიკანში. ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მდგომარეობას სპეციალისტები შეისწავლიან. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი ექვემდებარება თუ არა კორპუსი რეაბილიტაციას.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, ყველა ოჯახი, რომელსაც საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა სჭირდებოდა, უკვე გადაყვანილია შესაბამის ადგილას და ისინი მზად არიან დაზარალებულებს ყველანაირი დახმარება გაუწიონ.

აფეთქება, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია, ლიკანში ორი დღის წინ მოხდა. დაიღუპა ერთი ადამიანი.


დღის ამბები