19 მაისი 2024,   19:34
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში "TV პირველისა" და ტელეწამყვან მაია მამულაშვილის წინააღმდეგ კახა კალაძის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო

საქალაქო სასამართლოში, ტელეკომპანია "პირველის" და მაია მამულაშვილის მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე კახა კალაძის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო.

დიმიტრი გაბუნია მოითხოვს ეთერში გასული ცნობების უარყოფასა და მორალური ზიანის სახით 100 ათასი ლარის ანაზღაურებას.

მისი თქმით, არცერთი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე. მამულაშვილის უფლებადამცველი გარკვეულ მტკიცებულებებზე საუბრობს, რაც გამოძიებას გადასცა და ფაქტს კალაძის მხრიდან ტელევიზიის მისამართით, მიზანმიმართულს უწოდებს.

ტელეკომპანია "TV პირველის" ადვოკატის განცხადებით, მათი მიზანია საქმის სრულყოფილად შესწავლა და ყველა მტკიცებულების განხილვა.

"ცხადია მოწინააღმდეგე მხარე უარგუმენტოდ საუბრობს, როდესაც აცხადებს, რომ ჩვენი მიზანი პროცესის გაჭიანურება იყო- ცხადია ეს ასე არ იყო. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ერთადერთი მიზანი იყო საქმის სრულყოფილად შესწავლა და ყველა მტკიცებულების განხილვა,"-აცხადებს ადვოკატი ქეთი ზანდუკელი.

5 ივნისს "ტვ პირველის" ეთერში ჟურნალისტის მიერ გაკეთებულ იქნა შემდეგი შინაარსის განცხადება: "კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო". 20 ივნისს კი კალაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ცილისმწამებლური ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.თბილისის მერის, კახა კალაძის სარჩელის განხილვა 21 ნოემბრისთვის გადაიდო.

დღის ამბები