29 სექტემბერი 2024,   05:35
ვრცლად
რა ისმის ფარულ ჩანაწერებში, რომელიც შსს-მ გამოაქვეყნა - ცნობილია კრიმინალური ავტორიტეტების ვინაობა, რომლებსაც ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს

დაკავებულია ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 4 პირი. ორს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს, ერთი მათგანი ასლან ქობულაძე, იგივე "ბაბუა", მეორე კი - ჯუმბერ ბაირამიდი, იგივე "ბონჩო". 

ოპერატიული ღონისძიებები თბილისში, ქვემო ქართლში, აჭარასა და სამეგრელოში ჩატარდა. გამოძიების ინფორმაციით, ეს პირები აქტიურად მონაწილეობდნენ "ქურდული სამყაროს" საქმიანობაში, ერთვებოდნენ მოქალაქეთა პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების მოგვარებაში. უკავშირდებოდნენ "კრიმინალურ ავტორიტეტებს", საზღვარგარეთ მყოფ ქართველ "კანონიერ ქურდებს", მათ შორის მინდია ლავასოღლის, ასლან ქობულაძეს, მეტსახელად "ბაბუს" და მათგან მითითებებს იღებდნენ.

გამოძიების ვერსიით, საზღვარგარეთ მყოფი ქართველი "კანონიერი ქურდი", მეტსახელად "ბონჩო", ორგანიზებას უწევდა საქართველოში მცხოვრებ, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერ პირებს და მათი მეშვეობით უკავშირდებოდა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომლისგანაც ბრალდებულები ქართველი ბიზნესმენისგან სესხის სახით გამორთმეული თანხის -55 ათასი ლარის გამოძალვას ცდილობდნენ.

საქმეში ჩართული ე.წ ქურდული სამყაროს წარმომადგენლები, თანხის გამოძალვას ყველანაირი მეთოდით ცდილობდნენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებში ისმის, ე.წ ქურდული სამყაროს წარმომადგენლები მოქალაქეს ემუქრებოდნენ როგორც საკუთარი, ასევე ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით.

დღის ამბები