დიდი ოცეულის სამიტს ბალი მასპინძლობს - ინდონეზიის ქალაქში, G20-ის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის ნაცვლად, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვია ჩასული.
სამიტის მონაწილეებს დისტანციურ რეჟიმში მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი. გუშინ პირველი შეხვედრა გაიმართა ჯო ბაიდენსა და ჩინეთის პრეზიდენტს შორის, მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე, ადამიანის უფლებებზე, უკრაინის ომზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს.
შეხვედრის ფარგლებში, დაგეგმილია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და ბაიდენის შეხვედრა, სადაც სამთა კავშირის უსაფრთხოების პაქტს განიხილავენ, რომლის მიზანი ინდოეთსა და წყნარ ოკეანეებში ჩინეთის გავლენის შესუსტებაა.