22 დეკემბერი 2024,   20:04
ვრცლად
83,6 კგ არის წონაში, რაც მის სიმაღლესთან შედარებით კატასტროფულია - ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი თავს კვლავ ცუდად გრძნობს

მიხეილ სააკაშვილს კლინიკა "ვივამედში" მისი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე შეხვდა. მისი განცხადებით, დღეს შეიკრიბება კონსილიუმი, რომელიც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობაზე იმსჯელებს.

ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილი თავს ცუდად გრძნობს და მისი მდგომარეობა გაუარესებულია.

"[სიცხე] კვლავ 38 აქვს, ჩემი თანდასწრებით გასინჯეს, გადაადგილდება დამხმარე საშუალებით, 83,6 არის წონაში, რაც მის სიმაღლესთან შედარებით კატასტროფულია. ანთებითი პროცესებია ზედა სახსარში და ქვედა მარცხენა სახსარში და მიმდინარეობს კვლევა, ხომ არ არის ეს ტუბერკულიოზისგან გამოწვეული," - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

დღის ამბები