"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში კიდევ ერთ ადგილს კარგავს - ნონა მამულაშვილის საკითხს პლენარულ სხდომაზე, სავარუდოდ, კენჭს დღეს უყრიან. მანამდე კი საკითხზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს.
მამულაშვილმა პარლამენტიდან და პარტიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება, დაახლოებით, ორი კვირის წინ თავად მიიღო. პარტიის საარჩევნო სიის გაუქმების გამო, მისი საკანონმდებლო ორგანოდან წასვლის შემდეგ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე მეოთხე მანდატს, საპარლამენტო ოპოზიცია კი, ჯამში, მერვე მანდატს კარგავს.