საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტს იწყებს ესპანეთსა და პორტუგალიაში. პარლამენტის თავმჯდომარე ესპანეთის სამეფოს სენატის სპიკერს, სამეფოს დეპუტატთა კონგრესის პრეზიდენტსა და პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდება.
შალვა პაპუალშვილი ასევე მონაწილეობას მიიღებს ლისაბონის ავტონომიურ უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაში, სადაც საგარეო პოლიტიკის ექსპერტებსა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ესპანეთსა და პორტუგალიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაც.