21 მაისი 2024,   10:21
ვრცლად
13 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ნათესავი დააკავეს

13 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 60 წლამდე მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა. ბრალდებული ბავშვის ნათესავია.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს გოგონა ნაქირავებ ბინაში მიჰყავდა, სადაც მის მიმართ გარყვნილ ქმედებას სჩადიოდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები