დღეს ცნობილი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე დაკრძალეს. გიორგი ნემსაძის ხსოვნას პატივი პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, დეპუტატებმა, მისმა კოლეგებმა, ახლობლებმა და მოქალაქეებმა მიაგეს. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 69 მატჩი, 42 თამაში კაპიტნის სამკლაურით და მრავალი გატანილი გოლი.
წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის დინამოს ლიდერი და კაპიტანი ყოველთვის განსაკუთრებული თამაშის მანერითა და ბრძოლისუნარიანობით გამოირჩეოდა. გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.