15 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
ტერორისტები ახალ თავდასხმებს ამზადებენ - ზელენსკი

გვესმის, რომ ტერორისტები ახალ თავდასხმებს ამზადებენ. სანამ მათ აქვთ რაკეტები, სამწუხაროდ, არ გაჩერდებიან - ამის შსახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ მიმდინარე კვირა უფრო რთული იქნება.

მისი თქმით, ამისთვის უკრაინის თავდაცვის ძალები და მთელი სახელმწიფო ემზადება.

"გასულ ოთხშაბათს განხორციელებული მასიური ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ჩვენ ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მიწოდების აღდგენით სამუშაოებს დღითიდღე ვაწარმოებთ. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის უმეტეს რეგიონში მოქმედებს მხოლოდ გამორთვის სტაბილიზაციის გრაფიკები. სიტუაციას ენერგეტიკის მუშაკები აკონტროლებენ. გვესმის, რომ ტერორისტები ახალ თავდასხმებს ამზადებენ. ჩვენ ეს დანამდვილებით ვიცით. სანამ მათ აქვთ რაკეტები, სამწუხაროდ, არ გაჩერდებიან. მაგრამ ჩვენი უნარი, დავეხმაროთ ერთმანეთს და ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველებზე - მოხუცებზე, ბავშვებიან ოჯახებზე, მათზე, ვინც ომში დაკარგა სახლები და ნათესავები - ჩვენი ურთიერთდახმარება ტერორისგან დაცვისა და ჩვენი სიძლიერის ერთ-ერთი ელემენტია," - განაცხადა ზელენსკიმ. 

დღის ამბები