"კურიერმა" ცხრამუხას მონასტერში მონაზონზე განხორციელებულ ძალადობის საქმეზე ოქროს მოწმე ჩაწერა. ის არის მოქალაქე, რომელიც შემთხვევის ადგილზე პირველი მივიდა და მონაზონს პირველადი დახმარება აღმოუჩინა.
როგორც მოწმე "კურიერს" უყვება, დაზარალებული მძიმე მდგომარეობაში იყო.
"გზაში შემხვდა, გარეთ იყო გამოსული, მიშველეთო. რა გჭირთ დედაო-მეთქი, ვკითხე. სადმე დამაჯინეთო. სალოცავი დავინახე ღია. წავიყვანე და შევიყვანე სალოცავში, დავაჯინე იქ. რომ დავინახე თვალები ჰქონდა დასიებული და დალურჯებული, დავურეკე პოლიციას და მამაოს. დავინახე, რომ შესაწირი ყუთები არ იყო, დანარჩენი არაფერი დამინახავს. ერთი თქვა, რომ ვიღაცა სახეზე მეცნობაო," - განაცხადა მოწმემ.
მომხდარ შემზარავ დანაშაულს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ცხრამუხის მონასტრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ელიაძე. მისი შეფსებით, უმჯობესი იქნება თუ ამ საკითხზე ხშირი საუბარი შეწყდება და პირველ რიგში დაზარალებული მონაზვნის ინტერესები იქნება დაცული.
"კატასტროდა იყო იქ რაც იყო, მეტი ვერაფერს ვერ ვიტყვი. მე თვითონ ცუდად ვიყავი, რამ გამაძლებინა ვერ ვხვდები. მადლობა ღმერთს, რომ მეც რაღაც არ დამემართა," - განაცხადა დეკანოზმა.