ევროკავშირის წარმომადგენლობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის ვენეციიის კომისიაში გაგზავნას მიესალმება
მივესალმებით განცხადებას "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით - ამ შინაარსის განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.
გზავნილში, გადაწყვეტილება პოზიტიურ ნაბიჯად არის შეფასებული. განცხადების მიხედვით, საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვანია.