23 დეკემბერი 2024,   01:47
ვრცლად
"პირდაპირ თქვა კასიანოვმა, რომ მათ სურთ, საქართველო გამოდიოდეს როგორც მხარე სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, ანუ ომში" - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის განცხადებას ეხმიანება - ანდრეი კასიანოვმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან, მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, უკრაინას არ მიუიღია პასუხი საქართველოს მთავრობისგან უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით.

მდინარაძის შეფასებით, კასიანოვმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველო ომის მხარედ უნდა დაფიქსირდეს. 

"მათ უნდათ, და ეს პირდაპირ თქვა კასიანოვმა, რომ საქართველო გამოდიოდეს როგორც მხარე სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, ანუ ომში. როდესაც ამბობს რომელიღაცა ქვეყნის წარმომადგენელი, რომ საქართველომ უნდა მიაწოდოს იარაღი, სამხედრო ტექნიკა უკრაინას, თქვენ ხომ გესმით, რომ რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი, განსაკუთრებული იარაღის თუ საბრძოლო მასალის მიწოდების მათ საქართველოს მხრიდან ობიექტურად არ გააჩნიათ, ეს არის მთავარი მესიჯი რაც ამ ადამიანმა გაახმოვანა და ნიშნავს იმას, რომ საქართველო უნდა დაფიქსირდეს როგორც მხარე სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში.

საქართველო, ერთის მხრივ, პოლიტიკურ მხარდაჭერას სრულად და აბსოლუტურს უცხადებს უკრაინას, ამ ომთან დაკავშირებით და ისედაც; მეორე - ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს თავისი შესაძლებლობების ფარგლების ზღვარს ზემოთ და სამხედრო დახმარებას ვერ და არ გაუწევს, რადგან უკრაინის შემდეგ დღეს ნომერ პირველი რისკის ქვეშ მყოფი ქვეყანა ვერ დაფიქსირდება სამხედრო მხარდამჭერად, რადგან ის კონფლიქტის მხარედ ამ ომში ვერ დაფიქსირდება," - განაცხადა მდინარაძემ. 

დღის ამბები