"მისი მდგომარეობა არის სტაბილური, სასიცოცხლო პარამეტრებიც არის სტაბილური, შესაბამისად მისი დაავადებიდან გამომდინარე გრძელდება მკურნალობა. წაქცევის ეპიზოდი არ ყოფილა, მხოლოდ იყო უმნიშვნელო წნევის ცვალებადობა,- ამის შესახებ "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა განაცხადა.
ზურაბ ჩხაიძის თქმით, ექსპრეზიდენტს ყველა საჭირო მკურნალობა უტარდება.
"მისი მდგომარეობა არის სტაბილური, სასიცოცხლო პარამეტრებიც არის სტაბილური, შესაბამისად მისი დაავადებიდან გამომდინარე გრძელდება მკურნალობა. წაქცევის ეპიზოდი არ ყოფილა, მხოლოდ იყო უმნიშვნელო წნევის ცვალებადობა.
რაც შეეხება საკვებს-მისი დაავადებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პაციენტს უკეთდება ყველაფერი, ყველა სამკურნალო საშუალება, რაც დღეისთვის გამოიყენება ,კეთდება პაციენტისთვის, მაგრამ მოგეხსენებათ, მკურნალობა არის რთული პროცესი და ძალიან ბევრია დამოკიდებული პაციენტზე. ამიტომ, უნდა იკვებოს სრულფასოვნად და უნდა ითქვას, რომ არ იკვებება სრულფასოვნად, პაციენტი იღებს მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მისთვის სასურველ დღეებში - ყოველდღიურად არა. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს- უფრო ალბათ არ,"-აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.
ამასთან, ზურაბ ჩხაიძე ამბობს იმასაც, რომ თუ ექსპრეზიდენტმა განაგრძო შერჩევითი საკვების მიღება მისთვის სასურველ დღეებში, შესაძლოა ზონდით კვება გახდეს საჭირო.
"მისი ლაბორატორიული მონაცემები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გამოყენებული იქნეს ხელოვნური ზონდით კვება. თუმცა, თუ ასე გაგრძელდა, შერჩევითი კვება, შერჩევით დღეებში და პერიოდში, მაშინ იძულებულები ვიქნებით გამოვიყენოთ ზონდით კვება,"-განაცხადა ჩხაიძემ.