16 აპრილი 2024,   16:39
ვრცლად
როგორ ემზადებიან რუსთავში ახალი წლისთვის - ქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო სოფელი 10 დეკემბერს გაიხსნება

მზადება საახალწლო სოფლის გასახსნელად რუსთავში -  ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მორთვა ცენტრალურ მოედანზე უკვე დაწყებულია. თითქმის დასრულდა ძველი რუსთავის მთავარი ქუჩის, კოსტავას გამზირის საახალწლო ილუმინაციებით განათება. სამუშაოები მიმდინარეობს ცენტრალური გამზირის შუაგამყოფ ზოლსა და ხიდზე, ასევე შიდა ქუჩებზე.

რუსთავის მერიაში ამბობენ, რომ რუსთაველებს წელს განსხვავებული საახალწლო პროგრამა ექნებათ. მთავარი ნაძვის ხის ანთება და საახალწლო სოფლის გახსნა 10 დეკემბერისთვის იგეგმება.



დღის ამბები