14 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი იწვევს შემფასებელთა შეშფოთებას - ბექა ლილუაშვილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე

ორთვიანი პაუზის შემდეგ, პარლამენტში საარჩევნო კოდექსი ბრუნდება. ვენეციის კომისიის წინასწარი შეფასებიდან გამომდინარე, დეპუტატები კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას იწყებენ. კანონმდებლები დღეს სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელებენ.

ამასთან, პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილის აცხადებს, რომ ეს ცვლილებები შემფასებლების შეშფოთებას იწვევს. 

მისივე თქმით, პროცედურები არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი.

"ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი იწვევს შემფასებელთა შეშფოთებას. ამის მიზეზი არის ის, რომ ცვლილებების დიდი ნაწილი არ შეესაბამება კარგ პრაქტიკას და მეორეს მხრივ განმეორებითი რეკომენდაციების დაწერა მოუწია ვენეციის კომისიას. მეორე საკითხი არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაწილში ეუთო/ოდირი აფიქსირებს პოზიციას, რომ გარკვეულ ნაწილში გაუმჯობესდა კრიტერიუმები, არსებითად, სისტემურად და სრულად ეს დანიშვნის პროცედურები არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი," - აცხადებს ბექა ლილუაშვილი. 

უმრავლესობის თქმით, დასკვნა დადებითია და პარლამენტი წარმოდგენილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს. პირველი მოსმენით კანონპროექტი პარლამენტმა 5 ოქტომბერს მიიღო, რის მერეც ცვლილებები ვენეციის კომისიაში გაიგზავნა

დღის ამბები